ჩემპიონატის შესახებ

კომპანია „ლოგიკმეტრის“ ორგანიზებით ტარდება უფასო ჩემპიონატი მათემატიკაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II, III, IV და V კლასის მოსწავლეებს. ჩემპიონატი იყოფა ორ ეტაპად, რომლებიც გაიმართება ელექტრონულად.
 

ჩემპიონატის ეტაპები


შესარჩევი ეტაპი: (უფასო)

შესარჩევი ეტაპი ჩატარდება სკოლებში 19 დეკემბრიდან - 25 დეკემბრის ჩათვლით, სადაც თითოეული კლასიდან გამოვლინდება 3 საუკეთესო შედეგის მქონეს მოსწავლე. გამარჯვებული სამეული, ფინალში სკოლის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

 

ფინალი: (უფასო)

ჩემპიონატის ფინალის ჩატარების თარიღია 5 თებერვალი.

მისამართი: თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი (მერაბ კოსტავას 68, შესასვლელი - ხილიანის მხრიდან)

მე-2 კლასი - 11:00 სთ.

მე-3 კლასი - 13:00 სთ.

მე-4 კლასი - 15:00 სთ.

მე-5 კლასი - 17:00 სთ.

ფინალში, თითოეულ კლასში, ერთმანეთს შეეჯიბრებიან შესარჩევ ეტაპზე დაკომპლექტებული სკოლის გუნდები.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური შედეგების მიხედვით.