წესები და პირობები
1. კომპანიის შესახებ
1.1. კომპანია ლოგიკმეტრი (შემდგომში კომპანია) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია საქართველოში წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარებისათვის შესაბამისი განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში სწავლისადმი ინტერესის გაზრდა, მოტივაციის ამაღლება და სასწავლო პროცესის გახალისება.
1.2. ამ მიზნით კომპანია რეგულარულად ატარებს ჩემპიონატებს, რომლებშიც კლასების მიხედვით შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები მონაწილეობენ.
1.3. ეს პირობები, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს კომპანიის მიერ ექსკლუზიურად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რაც აისახება ვებ გვერდზე და ჩემპიონატში მონაწილე ნებისმიერი სუბიექტისთვის მათი დაცვა სავალდებულო იქნება.
2. ჩემპიონატში მონაწილეობა:
2.1. ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ელექტრონულ პორტალზე (ვებ გვერდის მისამართია www.logicmeter.com), რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს.
2.2. ყველა მონაწილისათვის ჩემპიონატი უფასოა.
2.3. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
3. კონფიდენციალობა
3.1. რეგისტრირებულმა პირმა უნდა დაიცვას სარეგისტრაციო და სხვა მონაცემების კონფიდენციალობა, არ გაანდოს ის მესამე პირს და არ დაუშვას მესამე პირის მიერ მისი მონაცემების გამოყენება ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისებით სარგებლობის ან/და სხვა მიზნით. პაროლის საიდუმლოობასა და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თავად მომხმარებელს. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მისი სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებით ჩადენილ ყველანაირ ქმედებაზე.
4. ჩეპიონატის ჩატარების პრინციპები:
4.1 „ლოგიკმეტრის“ მათემატიკის ჩემპიონატი ტარდება 2 ეტაპად. ეს ეტაპებია: შესარჩევი და ფინალი.
4.2 თითოეული ეტაპი შეიცავს 28 დავალებას.
4.3 მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს იმ კლასის ჩემპიონატში, რომელ კლასშიც ირიცხება სკოლაში.
4.4 ჩემპიონატში მოსწავლეები სკოლის სახელით იღებენ მონაწილეობას.
4.5 შესარჩევ ეტაპზე, თითოეული კლასიდან, ყალიბდება 3 მოსწავლიანი სკოლის ნაკრები. შესაბამისად, ფინალში, თითოეული კლასიდან, გადადის 3 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე.
4.6 პირველი ეტაპი, ანუ შესარჩევი ეტაპი ელექტრონულად ტარდება სკოლებში.
4.7 პირველი ეტაპის დაწყების თარიღი ცხადდება საიტზე, სოციალურ ქსელში და კომუნიკაციების სხვა საშუალებებით მინიმუმ 1 კვირით ადრე ეტაპის დაწყებამდე.
4.8 პირველ ეტაპზე 28 ამოცანის ამოსახსნელად მონაწილეს ეძლევა 1 საათი.
4.9 ტესტის დასრულებისას სისტემა დაითვლის შედეგებს და ავტომატურად გაცნობებთ მათ.
4.10 ფინალი ტარდება ელექტორნულად, კომპანიის მიერ შერჩეულ ადგილებში.
4.11 ფინალში 14 დავალებაა და მონაწილეს ეძლევა 50 წუთი.
4.12 თითოეულ კლასში შეირჩევა საუკეთესო შედეგების მქონე 10 მონაწილე.
4.13 პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი პრიზები და დიპლომები.
4.14 თითოეულ კლასში გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა. სკოლას შესაბამისი კლასის მოსწავლეებისთვის გადაეცემა ლოგიკმეტრის ულიმიტო პაკეტი მათემატიკასა და წიგნიერებაში 6 თვით.
4.15 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება შემდეგი პრინციპით: აღნიშნული კლასის სკოლის მოსწავლეების საუკეთესო ორი შედეგი დაჯამდება. უდიდესი ქულის მქონე სკოლა იქნება გამარჯვებული. თუ სკოლების ქულები დაემთხვევა, მაშინ შედარდება თითეული სკოლის საუკეთესო ორი მოსწავლის დახარჯული დროების ჯამი. უპირატესია ნაკლები დრო.
4.16 გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა. გამარჯვებულ სკოლას პირველი - მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის გადაეცემა ლოგიკმეტრის ულიმიტო პაკეტი მათემატიკასა და წიგნიერებაში 6 თვით.
4.17 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდება თითოეულ კლასში მიღწეული შედეგების ჯამით. კლასში თითოეული შედეგი დაითვლება 4.15 პუნქტით გათვალისწინებული ალგორითმის საშუალებით.
4.18 თუ 4.14 პუნქტით და 4.16 პუნქტით გამარჯვებულები დაემთხვევიან, მაშინ სკოლა მიიღებს 4.17 პუნქტით გათვალისწინებულ პრიზს.
4.19 თუ 2 მონაწილის ქულები თანაბარია, გამარჯვებული ვლინდება ფინალში დახარჯული დროის მიხედვით. უპირატესია ნაკლები დრო.
4.20 ჩემპიონატის მსვლელობისას დაკვირვება და კონტროლი ხორციელდება როგორც ტექნიკური საშუალებების, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ასევე შესაბამისი სპეციალისტების მიერ მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში.
5. ანგარიშები
5.1 მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს ანგარიშები მის მიერ ჩემპიონატში მიღწეული შედეგების შესახებ.
5.2 ანგარიშები ინახება მომხმარებლის პროფილში და მათი ნახვა ყოველთვის შესაძლებელია.
6. კომპანიის უფლებები და მოვალეობები
6.1 ცენტრში ან პორტალზე რეგისტრაციით მომხმარებელი თანახმაა, კომპანიამ გამოიყენოს მისი პირადი მონაცემები და რეგისტრაციის დროს მიწოდებული სხვა ინფორმაცია, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, კომუნიკაციის ან/და სხვადასხვა სტატისტიკისა თუ მარკეტინგული მიზნებისთვის.
6.2 თუ ცენტრში ან პორტალზე რეგისტრირებული მომხმარებელი გადაწყვეტს ჩემპიონატში მონაწილეობას, მაშინ ის ეთანხმება ჩემპიონატის ამ წესებსა და პირობებს.
6.3 ტექნიკური ხარვეზების შესწორების, სერვისებისა და რესურსის გაუმჯობესების, ახალი ინფორმაციის განთავსებისა ან/და კომპანიისგან დამოუკიდებელი ფაქტორების (პროვაიდერის, ინტერნეტის მიწოდების ხარისხის და სხვა) მიზეზით ცენტრის ვებ-გვერდის ფუნქციონირება, შესაძლოა, პერიოდულად დროებით შეიზღუდოს, რაც არ წარმოშობს მომხმარებლის ან/და სხვა პირის მიმართ კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობას.
6.4 კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად შეარჩიოს და შეადგინოს ჩემპიონატის ამოცანები და ტესტები.
6.5 კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი შეხედულებებით შეარჩიოს ჩემპიონატის ჩატარების ადგილები და ვადები.
6.6 კომპანია ვალდებულია, შექმნას შესაბამისი პირობები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.
7. მონაწილის უფლებები და მოვალეობები
7.1. ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვთ ლოგიკმეტრის პორტალზე რეგისტრირებულ სუბიექტებს.
7.2. მონაწილეს უფლება აქვს:
7.2.1. გაეცნოს სხვადასხვა ტურში მის მიერ მიღებულ შედეგებს. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საიტზე.
7.2.2. მიიღოს მის მიერ დაკავებული საპრიზო ადგილისთვის გათვალისწინებული ჯილდოები.
7.3 მონაწილე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესები და ეთიკური ნორმები.
7.4 მშობელი ან მეურვე პასუხისმგებელია ჩემპიონატის დასრულებისას თავად უზრუნველყოს ბავშვის გაყვანა ტერიტორიიდან. კომპანია არ აკონტროლებს ამ პროცესს.
7.5 მშობელი ვალდებულია, გააფრთხილოს კომპანიის ადმინისტრაცია მოსწავლის სპეციალური სამედიცინო საჭიროებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7.6 მშობელმა მოსწავლე დროულად უნდა მოიყვანონ ჩემპიონატზე.
8. ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ერტაპზე აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:
8.1. გამომთვლელი მანქანა
8.3. დამხმარე ბეჭდვური ან ხელნაწერი საშუალებები
8.4. ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები
8.5. სანთებელა ან ასანთი
8.6. ალკოჰოლური საშუალებები
8.7. ძვირადღირებული ნივთები, ან დიდი ოდენობის ფული
8.8. აზარტული თამაშების საშუალებები
9. კანონმდებლობა
9.1 კომპანიასა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
9.2 კომპანიასა და მომხმარებელს შორის რაიმე გაუგებრობის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან, შეთანხმდენენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავები განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.